“უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი, ბოლოს ყურში ჩამესმა – მოკალი ამის დედას!” – დავით ქაცარავა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დავით ქაცარავა ევროპული მარსის აქციის დროს დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. დაკავების კადრებში ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით – ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდა დაფარული.

დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

ის თავად აკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს:

“რას და­ეთ­რე­ვი ამ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, შენი …, შე­მა­გი­ნა ე.წ. სპეც­რაზ­მელ­მა. დარ­ტყმა, გი­ნე­ბა, მუშ­ტე­ბის და წიხ­ლე­ბის წვი­მა მოყ­ვა ამ სი­ტყვებს. სვა­ვე­ბი­ვით მო­მე­სივ­ნენ შავ სპე­ც­ფორ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჯა­ლა­თე­ბი.

“უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი… ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი – მოკალი ამის დედას ….!” – დავით ქაცარავა ჰყვება, როგორ სცემეს სპეცრაზმელებმა
“ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, და­ვით ქა­ცა­რა­ვა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვე­ბის შემ­დეგ სპეც­რაზ­მის მხრი­დან მისი ცე­მის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “პოსტს” აქ­ვეყ­ნებს და აღ­წერს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს.

“რას და­ეთ­რე­ვი ამ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, შენი …, შე­მა­გი­ნა ე.წ. სპეც­რაზ­მელ­მა. დარ­ტყმა, გი­ნე­ბა, მუშ­ტე­ბის და წიხ­ლე­ბის წვი­მა მოყ­ვა ამ სი­ტყვებს. სვა­ვე­ბი­ვით მო­მე­სივ­ნენ შავ სპე­ც­ფორ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჯა­ლა­თე­ბი.

მო­ე­წო­ნათ ჩემი სამ­ხედ­რო ჩან­თა და ამაგ­ლი­ჯეს ეგ­რე­ვე.

ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სა­ფუ­ლე გა­შა­ლეს, და­ი­ნა­ხეს ფული და ეგ­რე­ვე ჯი­ბე­ში იტა­კა ერთ-ერ­თმა შავ­რაზ­მელ­მა.

ტე­ლე­ფო­ნი კი­დევ ვი­ღა­ცის ჯი­ბე­ში აღ­მოჩ­ნდა წა­მებ­ში.

კა­რა­ბინ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ხელ­თათ­მანს და მან­ქა­ნის გა­სა­ღებს ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხეს, ტან­ზე და­მაგ­რე­ბულ ტაქ­ტი­კურ ჩან­თა­საც ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს და რამ­დე­ნი­მე წუ­თით თავი და­მა­ნე­ბეს.

მთა­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა კი მე­ო­რე, დიდი ცე­მის შემ­დეგ და­ი­წყო, რო­დე­საც უკვე 10-12 სპე­ცჯა­ლა­თის მიერ ნა­ცე­მი, ფურ­გონ­ში შე­მაგ­დეს.

ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზურგს უკან შეკ­რულ ხე­ლე­ბი­ანს, 3-4 ჯა­ლა­თი უმო­წყა­ლოდ მცემ­და.

სას­ტი­კად, გა­მიზ­ნუ­ლად. და­მიზ­ნე­ბით თავ­ში, სა­ხე­ში.

ხე­ლებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი, კას­ტე­ტი­ა­ნი ხელ­თათ­მა­ნით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბით მი­ლე­წავ­დნენ სა­ხის ძვლებს.

მე­სა­მე ცემა მან­ქა­ნა­ში, ჯამ­ში მე­ხუ­თე, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­მოდ­გა.

შეგ­რძნე­ბით, უსას­რუ­ლოდ გაგ­რძელ­და ლეწ­ვის ეს პრო­ცე­სი.

ბო­ლოს ყურ­ში ჩა­მეს­მა ერთ-ერთი ჯა­ლა­თის შე­ძა­ხი­ლი – მო­კა­ლი ამის დე­დას ….! ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი ჩემს კი­სერ­ზე შე­მო­ჭე­რი­ლი ყელ­სა­ბა­მის ძალა – მგუ­დავ­დნენ.

არ ვიცი, რამ­დე­ნი ხანი გავ­ძე­ლი, რამ­დენ ხანს მგუ­დავ­დნენ.

უკვე ვფიქ­რობ­დი, რომ ცე­მა­ში სულს ამომ­ხდიდ­ნენ.

მე­ხუ­თე ცემა დას­რულ­და, რო­დე­საც ჩემი გა­სის­ხლუ­ლი და და­ლე­წი­ლი სახე გა­და­უგ­ზავ­ნეს თა­ვის დამ­კვე­თებს.

ჯა­ლა­თე­ბო და ამ ეკ­ზე­კუ­ცი­ის დამ­კვე­თე­ბო!

მად­ლო­ბას გიხ­დით იცით რის­თვის?

კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნეთ იმა­ში, რომ ამ ქვე­ყა­ნას დღეს რუ­სე­ბი მარ­თა­ვენ და ჩვენ, ამ ქვეყ­ნის თა­ვი­სუ­ფალ შვი­ლებს უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვაქვს, ჩა­ხერ­გი­ლია გზე­ბი და ჩვენ მხო­ლოდ რუ­სულ რე­ჟიმ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს!

ჩვენ ამ ტე­რო­რით ვერ დაგ­ვა­ში­ნებთ, ჩვენ გორ­გას­ლის, აღ­მა­შე­ნებ­ლის, 300 არაგ­ვე­ლის, იუნ­კე­რე­ბის და აფხა­ზე­თის გმი­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ, ჩვენ­ში ან­წუ­ხე­ლი­ძის და ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სის­ხლი ჩქეფს, ჩვე­ნი ცო­ცხა­ლი გმი­რე­ბი დღეს რუ­სეთს ამარ­ცხე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში!

ჩვენ ეს სის­ხლი გვაქვს, თქვენ კი ილი­ას მკვლე­ლის სის­ხლი გილ­პე­ბათ ძარ­ღვებ­ში!

ჩვენ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ და თქვენ, ჯა­ლა­თებს, ვის­თვი­საც ღირ­სე­ბა ბან­კო­მა­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბით და აღ­მოჩ­ნდე­ბით ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზე!

ჩვე­ნია გა­მარ­ჯვე­ბა!

ძალა ერ­თო­ბა­შია!

ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!”

წერს დავით ქაცარავა.