უსამშობლო და თანაც ცალტვინა როცა ხარ, გინდ „ნეტგაზეთში“ ყოფილხარ, გინდ „გლავკანალში“ და გინდ „ტვ პირველში“, გრანტმადიდებელი ანტიქართველი ხარ უსინდისობის მაჩვენებლით

უსამშობლო და თანაც ცალტვინა როცა ხარ, გინდ „ნეტგაზეთში“ ყოფილხარ, გინდ „გლავკანალში“ და გინდ „ტვ პირველში“, გრანტმადიდებელი ანტიქართველი ხარ უსინდისობის მაჩვენებლით
ევროგრანტზე დამოკიდებულმა მზია ამაღლობელის, ექსტრემიზმის მეხოტბე „ნეტგაზეთმა/ბათუმელებმა“ მორიგი სიყალბე გაავრცელა თითქოს თბილისმა უილსონის რეზოლუციას დაუჭირა მხარი მოძალადე ნაცაქტივისტების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, რაც სამარცხვინო სიყალბეა, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მავნებელმა ნაცპროპაგანდისტებმა ამ ტყუილით იმის გადაფარვა სცადეს, რასაც თბილისმა მიაღწია და ეუთოს ერთ-ერთ მოთხოვნაში ჩაიწერა, რომ სირიამ უნდა გაიწვიოს სა და სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება.
„ევროგრანტზე დამოკიდებულმა მზია ამაღლობელის, ექსტრემიზმის მეხოტბე “ნეტგაზეთმა/ბათუმელებმა” მორიგი სიყალბე გაავრცელა თითქოს თბილისმა უილსონის რეზოლუციას დაუჭირა მხარი მოძალადე ნაცაქტივისტების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, რაც სამარცხვინო სიყალბეა!
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აპროტესტებდა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ რეზოლუციაში შეტანილ ამ ცვლილებებს და შესაბამისად, მთლიან რეზოლუციასაც აღარ დაუჭირა მხარი.
სამარცხვინო “ნეტგაზეთის”, “მთავარი არხის” და სხვა ნაცპარაზიტების მსგავსი დეზინფორმაცია ასალაგმია დასავლური სტანდარტების რეგულაციებით.
მავნებელმა ნაცპროპაგანდისტებმა ამ ტყუილით იმის გადაფარვა სცადეს, რასაც თბილისმა მიაღწია და ეუთოს ერთ-ერთ მოთხოვნაში ჩაიწერა, რომ სირიამ უნდა გაიწვიოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება.
თუმცა, უსამშობლო და თანაც ცალტვინა როცა ხარ, გინდ “ნეტგაზეთში” ყოფილხარ, გინდ “გლავკანალში” და გინდ “ტვ პირველში”, გრანტმადიდებელი ანტიქართველი ხარ უსინდისობის მაღალი მაჩვენებლით“, – წერს აბაშიძე.
Previous: ეუთო/ოდირი ხომ უნდოდათ? აი, ეუთო, ეუთოს გენერალური მდივანი და მისი განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა