უნგრეთი „ოქროს ვიზების“ პროგრამას განაახლებს

პროგრამის დახურვიდან ექვსი წლის შემდეგ, უნგრეთი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის „ოქროს ვიზების“ გაცემას განაახლებს, ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ინფორმაციით, ახალი ვერსია იმ კანონპროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს იმიგრაციის შეზღუდვას.
ასეთი ვიზის მისაღებად საჭირო მინიმალური ინვესტიცია ახლა 250 ათასი ევრო იქნება. 2017 წელს ქვეყანამ დახურა მსგავსი პროგრამა „ჩინეთიდან და დან მიგრაციის ზრდის ფონზე“. იმ დროს ბინადრობის ნებართვა 200 ათასი ევროს ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციების მყიდველებს ეძლეოდათ.
„სტუმარი ინვესტორების პროგრამა“ მათ, ვინც მოახდენს მინიმუმ €250,000-ის ინვესტირებას ადგილობრივ უძრავი ქონების ფონდებში ან € 500,000 უნგრულ უძრავ ქონებაში, უფლებას აძლევს მიმართონ უნგრეთში 10-წლიანი განახლებადი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
„ოქროს ვიზების“ გაცემის პრაქტიკა საკამათოა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რაც განსაკუთრებით მძაფრდება ბოლო წლებში. პორტუგალიამ ის დახურა უძრავი ქონების სპეკულაციის გამო, საბერძნეთმა კი გააორმაგა ვიზის მისაღებად საჭირო ინვესტიციების ღირებულება. ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობები გამკაცრდა თურქეთშიც.