უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას

უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთო ინტერესების თემებს.
„საქართველო-უნგრეთის მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს. ჩვენი საუბარი იყო პროდუქტიული და ყოვლისმომცველი. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთო ინტერესების თემებს.
შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნავს პრემიერი.
Previous: მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

ასევე დაგაინტერესებთ

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება – არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით