უკრაინული ჯარები სლავიანსკის მიმართულებით დაწინაურდნენ

უკრაინული ჯარები სლავიანსკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები იტყობინებიან. მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსებმა სლავიანსკის აღმოსავლეთით მდებარე დასახლება ოზერნოეში პოზიციები დაბომბეს, რაც ამ რაიონში უკრაინული ძალების ბოლოდროინდელ წინსვლაზე მოწმობს. ეს ასევე უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ მათი ძალები ოზერნოეს დასავლეთით პოზიციებს აკონტროლებენ.
🔻 ამასთანავე, ISW-ის ანალიტიკოსების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს პოკროვსკის მიმართულებაზეც, სადაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ინფილტრაციის ტაქტიკის გამოყენებას. აღინიშნება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსებისგან ბელიცკოეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პოზიციები დაიბრუნეს.
🔻 რუსეთის ფედერაციის ჯარები არ წყვეტენ დონბასში უკრაინული ლოგისტიკის განადგურების მცდელობებს – წერენ ანალიტიკოსები. კერძოდ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა რამდენიმე მართვადი საავიაციო ბომბით სლავიანსკში, მდინარე “კაზიონი ტორეცზე” არსებულ საფეხმავლო ხიდზე მიიტანა იერიში. დარტყმის შედეგად ხიდის ნაწილი ჩაინგრა. მანამდე რუსები ამავე მდინარეზე არსებულ სხვა ხიდებსაც დაესხნენ თავს. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, ამ გზით რუსეთის ფედერაცია უკრაინის თავდაცვით სარტყელზე სამომავლო შეტევისთვის ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო