უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა

0
უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების საკითხებზე ამერიკულ მხარესთან სამსჯელოდ მაიამიში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე, სერგეი კისლიცა და საპარლამენტო მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია.
ამერიკული მხარე მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფით და ბიზნესმენით, დონალდ ტრამპის სიძით, ჯარედ კუშნერით.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსული მხარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა