უკრაინის საჰაერო ძალები – რუსების მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 23 დრონიდან 16 გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა შეტევა Shahed-136/131 ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით ს ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ს ოლქის ტერიტორიიდან განახორციელა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
„საბრძოლო მოქმედებების შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მტრის 16 დრონი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.