უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა.
რუსული ბომბდამშენებიდან დღეს დილით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, რის გამოც, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„Tu-95MS თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების გამო სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებაში.