უკრაინის დაზვერვა უარყოფს, თითქოს ოლექსი არესტოვიჩს უკრაინა უწყების წერილის წყალობით დაეტოვებინოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო უარყოფს ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ შტატგარეშე მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ამ დეპარტამენტის წერილის წყალობით დატოვა.
“არ შეესაბამება რეალობას საიტ NGL media-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2023 წლის 4 სექტემბერს, ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე გადაკვეთა საზღვარი და მოახერხა უკრაინიდან გამგზავრება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს აღნიშნული პირისთვის, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, არც წერილი და არც სხვა რაიმე დოკუმენტი არ გაუცია”, – ნათქვამია სადაზვერვო უწყების შეტყობინებაში.
მანამდე, 1 თებერვალს, ჟურნალისტურმა ანტიკორუფციულმა ცენტრმა NGL.Media-მ სასაზღვრო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა შტატგარეშე მრჩეველმა, ბლოგერმა ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინა, სავარაუდოდ, სამხედრო დაზვერვის (გურ) წერილის წყალობით დატოვა.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 48 წლის თადარიგის ოფიცერი ოლექსი ორესტოვიჩი პოლონეთში 2023 წლის 4 სექტემბერს გაემგზავრა კრაკოვეც-კორჩევის გამშვები პუნქტის გავლით. მას შემდეგ ის უკრაინაში თითქმის ხუთი თვეა არ იმყოფება.
· უკრაინელი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, ბლოგერი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უშტატო მრჩეველი გახდა 2020 წლის დეკემბერში. არესტოვიჩმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იქცა.
· 2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა მრჩევლის თანამდებობა დატოვა, რასაც წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადება, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დიდი მსხვერპლი გამოიწვია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
· თანამდებობის დატოვების შემდეგ უკრაინის პოლიციამ ორი საქმე აღძრა ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ