უკრაინელმა მოფარიკავემ საქართველოს სახელით მოასპარეზე რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელმა მოფარიკავე ოლენა კრივიცკაიამ საქართველოს სახელით გამოსულ მაია გუჩმაზოვას ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა.
მაია გუჩმაზოვა წარმოშობით ვლადიკავკაზიდანაა (ჩრდილოეთ ოსეთი) და საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან ასპარეზობს.
“სახელმწიფოს ხარჯებით შვეიცარიაში ფარიკაობის მსგავს შეჯიბრებებში სიარულის ნაცვლად, აიღონ იარაღი და წავიდნენ სამშობლოს დასაცავად” – თქვა გუჩმაზოვამ.
გუჩმაზოვას თქმით, უკრაინელ სპორტსმენებს სხვა მონაწილეებთან ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის უფლება ეძლევათ. “მე რომ გამეკეთებინა იგივე, დისკვალიფიცირებული ვიქნებოდი”. – თქვა მან.
უკრაინელმა მოფარიკავემ ანგარიშით 15-9 გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში