უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 13 თებერვლის ღამეს, გაშვებული 23 რუსული დრონიდან განადგურებულია 16.
“13 თებერვლის ღამეს, მოწინააღმდეგემ შაჰედის ტიპის 23 დრონით უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში. უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან და ოკუპირებული ყირიმიდან”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
შეიარაღებული ძალების განმარტებით დრონების განადგურებაში მონაწილეობა მიიღეს საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა და საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა.
16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.
დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ბლოკი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.