უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს

ომი გრძელდება ში, სადაც საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. საჰაერო განგაში დრონებით, შესაძლო თავდასხმის გამო, რამდენიმე ოლქში ჩაირთო. მათ შორის – კიევში, სუმში, დნიპროპეტროვსკსა და ხმელენცკში. იყო აფეთქებები.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონის ოლქი – დაიღუპა 1 მამაკაცი, არიან დაშავებულები.
სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიას ოლქშიც – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა რიგით მე-17 რამშტეინის ფორმატის შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება. შეხვედრა უკრაინის ძალების თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.
გერმანია უკრაინას 1 300 000 000 ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს