უკრაინაში -ის ელჩი – მთელ ღამეს უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო

უკრაინაში -ის, ელჩი ბრიჯიტ ბრინკი რუსული ძალების მიერ უკრაინაში წუხელ და დღეს დილით განხორციელებულ მასიურ თავდასხმას ეხმაურება.
მთელი ღამის განმავლობაში უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ბარბაროსული მცდელობები მილიონობით კაცის, ქალისა და ბავშვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის მიზნით უკონტროლოდ გრძელდება“, – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინას დახმარება ახლავე აღმოუჩინონ.
„ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო“, – დასძინა ბრიჯიტ ბრინკმა.
შეგახსენებთ, რუსებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს. „უკრენერგოს“ ინფორმაციით, დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში, რის გამოც დნეპროპეტროვსკში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტროენერგია გაითიშა და ხარკოვში კი მიწოდება გრაფიკით ხორციელდება. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაარტყეს ობიექტებს დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ჩერკასის ოლქებში. კერძოდ, მათ სამიზნეს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტები წარმოადგენდა. ენერგეტიკოსები და მაშველები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..