უკრაინაში აზარტული თამაშების რეკლამაში სამხედრო სიმბოლოების გამოყენება აკრძალეს

უკრაინის მთავრობამ, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დავალებით, მიიღო გადაწყვეტილება აზარტული თამაშების დამატებითი სახელმწიფო რეგულირების, კერძოდ აზარტული თამაშების რეკლამაში სამხედრო სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ.
ამის შესახებ უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.
2024 წლის 20 აპრილს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას „ინტერნეტში აზარტული თამაშების ნეგატიური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს, სამხედროებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვას.