უკრაინამ 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა 18 აპრილის ღამეს უკრაინის მასშტაბით Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები ს პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული დან გაუშვეს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, პოლტავას, ხმელნიცკის, ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ცამეტივე დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ