უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო – “ქართული ოცნება”

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.
ოთარ იოსელიანის ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით გაჯერებულმა ნამუშევრებმა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მრავალი აღიარება მოიპოვა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ოთარ იოსელიანის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და ოთარ იოსელიანის უკვდავი ნამუშევრები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება