“უბრალოდ ადგა და მოკვდა? ასე არ ხდება” – კარლ ბილდტი ნავალნის სიკვდილზე

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ს სიკვდილის გამო „პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პუტინსა და კრემლს ეკისრება“ და „შესაძლოა ვიხილოთ უფრო ქმედითი ნაბიჯებიც დასავლეთის მხრიდან, ს წინააღმდეგ“.
„ეს ნამდვილი ტრაგედიაა, არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვის. ნავალნი იყო მამაცი, ბრწყინვალე გონების კაცი, და ძალიან ბევრი რუსისთვის უკეთესი მომავლის იმედს განასახიერებდა, პუტინის მიღმა მომავლის. არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ მსგავსი არაფერი ემჩნეოდა, მიუხედავად რუსულ ციხეში გატარებული თვეებისა. უბრალოდ ადგა და მოკვდა? ასე არ ხდება“, – კარლ ბილდტი ამბობს, რომ კრემლს ნავალნისი ეშინოდა და „ძალიან აფრთხობდათ ის, რასაც ნავალნი წარმოადგენდა“.
განცხადებები მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაკეთდა.
„რუსეთის ნომერ პირველი ოპოზიციონერი მკვდარია, ვინ არის ნომერი მეორე? არ ვიცით“, – ამბობს ბილდტი.