უახლოეს საათებში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სულ ფეხზე ჰკიდიათ დემოკრატია, ბაჩიაშვილის ამბავში – ანუ ივანიშვილის პირად ახირებაში – გაუცვალეს არაბებს საქართველოს ეროვნული ინტერესები