უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტმა მიიღო (bm.ge)

უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტმა მიიღო (bm.ge)
უამინდობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.
როგორც bm.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში დაჯდა ლარნაკას, ატირაუს და პოზნანის რეისები.
აეროპორტების გაერთიანების თანახმად, FlyArystan-ი (ატირაუს რეისი) თბილისიდან უკვე გაფრინდა მგზავრებით და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდება 30 წუთში, WizzAir-ის ლარნაკას და პოზნანის რეისების მგზავრების ტრანსპორტირება მოხდება ავტობუსებით, თვითმფრინავები კი ქუთაისის აეროპორტში მგზავრების გარეშე გაფრინდებიან.
bm.ge