ტრაქტორები პრაღაში – ფერმერთა პროტესტი ჩეხეთში გრძელდება

ევროპის მასშტაბით ფერმერთა პროტესტი გრძელდება. ში ჩეხმა ფერმერებმა ტრაქტორებით საპროტესტო აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართეს. ისინი ევროკავშირის შეთანხმებას, მაღალ გადასახადებს აპროტესტებდნენ და ბიუროკრატიული ნორმების გამარტივებას ითხოვდნენ.
„დღეს ჩვენ აქ მოვედით სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ბიუროკრატიის გამო“,- თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.
ტრაქტორების ქალაქში გამოჩენამ და საპროტესტო ტალღამ პრაღაში საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა, თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ფერმერებს ტრაქტორებით გზები არ ჩაუხერგავთ.
გამართულ აქციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს აქცია ფერმერთა ინტერესების მატარებელი არ იყო.
„დღევანდელ დემონსტრაციას ბევრი რამ არ აქვს საერთო ფერმერებისთვის უკეთესი პირობებისთვის ბრძოლასთან“,- წერს სოციალურ ქსელ X-ში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი და აქვე განმარტავს, რომ აქციის უკან პრორუსულად განწყობილი ძალები იდგნენ.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ფერმერებს წარმოადგენენ“,- წერია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა.
პრაღაში გამართულ საპროტესტო მსვლელობას არ შეერთებიან ჩეხეთში არსებული მსხვილი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ