21 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე სეზონის ბოლომდე მოსკოვის “დინამოდან” იჯარით სამარის “კრილია სოვეტოვში” გადაბარგდა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
“ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. “კრილია სოვეტოვი” არის გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.
ეს ჩემთვის გარდამავალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯია. აქ ვარ იმისთვის, რომ კლუბს სარგებელი მოვუტანო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს არის შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი შემადგენლობით და სამწვრთნელო შტაბით. ცალ-ცალკე ყველამ აღნიშნა, რომ სამარა
საფეხბურთო ქალაქია და გულშემატკივრებს თავიანთი კლუბი უყვართ”, – თქვა გაგნიძემ.
კრილია სოვეტოვ კუიბიშევ! რას ამბობ კაცო, დიდი კიარა უდიდესი ისტორიის გუნდია, თბილისის დინამოს ყველა თაობა, როგორც უნდოდა ისე ქინძავდა მაგ სამარა-კუიბიშევის გუნდს.
