ტრამპის გარემოცვა ზელენსკის ურჩევს დაუყოვნებლივ გადავიდეს საფრანგეთში – New York Post
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვიდან ცოტა მხარდამჭერი დარჩა, განუცხადეს New York Post – ს აშშ-ის ლიდერის ადმინისტრაციის წყაროებმა.
ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება მისი „დაუყოვნებელი გამგზავრება საფრანგეთში“.
გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ უკრაინაში შესაძლო არჩევნებზე და ქვეყნის ხელმძღვანელობის ცვლილებაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
მანვე აღნიშნა, რომ ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებში საჯარო განხეთქილება დიდი ხნის წინ დაიწყო და რომ „ანტიზელენსკის“ განწყობები ფართოდ არის გავრცელებული ტრამპის ადმინისტრაციაში, ამიტომ მისი საფრანგეთში წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
