“ტი­კტო­კე­რი” Mr. Zura, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ზარ­დე­ბის ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში და­ი­ბა­რეს

“ტი­კტო­კე­რი” Mr. Zura, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ზარ­დე­ბის ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში და­ი­ბა­რეს
“ტი­კტო­კე­რი” ზუ­რაბ კენ­ჭი­აშ­ვი­ლი (Mr. Zura), რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძი­რი­თა­დად მო­ზარ­დე­ბის ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში და­ი­ბა­რეს. ინ­ფორ­მა­ცია რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას უწყე­ბის პრეს­ცენ­ტრში და­უ­დას­ტუ­რეს.
“შე­მო­სუ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბე­ბი და და­ბა­რე­ბუ­ლია ახნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის. სამ­სა­ხუ­რი იწყებს შე­მოწ­მე­ბას“, – გა­ნუ­ცხა­დეს რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში.
თა­ვად კენ­ჭი­აშ­ვილ­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ვი­დეო, სა­დაც თქვა, რომ და­კი­თხვა­ზე მი­დი­ო­და. ის უწყე­ბა­ში დღეს სა­ღა­მოს იყო და­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად უწყე­ბა­ში და­ბა­რე­ბი­სა და მის მი­მართ მშობ­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი­სა, კენ­ჭი­აშ­ვილ­მა ბოლო სა­ა­თებ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბავ­შვე­ბიც ჩა­ნან.
“ტი­კტო­კე­რის” კონ­ტენ­ტი სწო­რედ ბავ­შვებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ის ხში­რად მი­დის სა­ჯა­რო, თუ კერ­ძო სკო­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვი­დე­ო­ებს იღებს. ამის გამო სკო­ლის დაც­ვა, ან მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ფაქტს შე­ეს­წრე­ბა, გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს, თუმ­ცა ზუ­რაბ კენ­ჭი­აშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბას არ წყვეტს.
რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ ზუ­რაბ კენ­ჭი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ა­მაც გა­მოჰ­კი­თხა და მოკ­ვლე­ვაც და­ი­წყეს.

ასევე დაგაინტერესებთ