ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონტის ფინალში იასპარეზებს

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 3 ძიუდოისტი წარსდგა, მათგან -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ფინალში იასპარეზებს.
ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე მეოთხედფინალში გავიდა და ავსტრიელ ბერნ ფაშინგს დაუპირისპირდება.
-63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა.