ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს

ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პედაგოგია და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი