დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
“ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა” – დაწერა რიში სუნაკმა.
რიში სუნაკმა ალექსეი ნავალნის ცოლს და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/gtbw4h4wwam2iac-Azsesk-300x158.jpeg)