რადიო თავისუფლების ცნობით, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილის, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა მობილიზებული – ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ, რომლებსაც ფორმიანი პირები არ უხსნიან რა მიზნით არიან მის სახლში შესულები და არც თავად აბაშიძეს აძლევენ ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის საშუალებას.
როგორც უჩას ძმამ, გოგი აბაშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ უჩა აბაშიძის სახლში ფორმიანი პირების მისვლის შესახებ ოჯახის ახლობლისგან გაიგეს, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს, მყისიერად მივიდნენ ადგილზე, თუმცა ფორმიანებისგან ვერ ახერხებენ ვერანაირი ინფორმაციის მიღებას, მათ შორის არ იციან არც ის, რომელ უწყებას წარმოადგენენ სამართალდამცველები და არც ის, აქვს თუ არა აბაშიძეს უკვე დაკავებულის სტატუსი.
თეონა ცხომელიძე:
Ucha Abashidze Სთან შეჭრილა პოლიცია! არც ოჯახის წევრებს უშვებენ, არც ტელეფონთან უშვებენ!!!
ბელორუსს გადაასწრეს
Ucha Abashidze-სთან ჩხუბის იდეა არავის მოეწონა ალბათ და პირდაპირ ძალოვნები მიუშვეს, თან სახლში. ესენი ჭკუაზე აღარ არიან.
Ucha Abashidzeს სახლში რომ უვარდები და ამ დროს დიტო სამხარაძე, ტელევიზიის ეთერიდან რომ გვეუბნება 9 აპრილს ხალხმა გადათელა ერთმანეთიო, თავისუფლად დადის. და ვიღაცეები მელაპარაკებით ქართველობაზე:) კაი ბატონო, მაგ სიმართლით იარეთ.
პოლიცია შევარდნილა უჩასთან და აი რას ეძებენ და იძიებენ Ucha Abashidzeს სახლში როგორ მაინტერესებს, რკინის და ქვისგამხეთქავ არგუმენტებს და “როგორ დავწეროთ ყველაზე გრძელი პოსტები”-ს ტუტორიალს თუ იპოვიან მხოლოდ.
პ.ს. და მერამდენე “სულ გამოყლევდნენ” ეტაპია ეს აბა თქვენ რას ფიქრობთ, კიდე ბევრი დარჩა?
უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.
ლოკაცია აბაშიძის 22 ნომერი, მეორე სადარბაზო, შიდა ეზოს მხრიდან არის სადარბაზო –
თეგები: უჩა აბაშიძე
