“სტრატეგია აღმაშენებელი” ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ამბობს, რომ თუ დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები მას შეწყალების თხოვნით მიმართავენ და ამავე განცხადებაში დაადასტურებენ სურვილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ის მათ შეიწყალებს.
მათი განცხადებით დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
“როგორც არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს.
პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები არიან რეჟიმის ტყვეობაში თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის.
სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება.
ამიტომ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე!”, – წერია პარტიის განცხადებაში.
