სტოლტენბერგი: NATO არ გეგმავს უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნას

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც ს მხარდამჭერ სამიტზე არ გამორიცხა, რომ ში დასავლეთის ქვეყნებმა სამხედროები გაგზავნონ.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს.
“NATO-ს წევრები უპრეცენდენტო დახმარებას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და ს მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს კიდევ უფრო გავაძლიერეთ. თუმცა, უკრაინაში NATO-ს სახემელეთო ძალების გაგზავნის გეგმა არ არსებობს.” – თქვა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმაც. მისი თქმით, “ომში ვერაფერს გამორიცხავ”.
ატალმა RTL-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედროების “ოფიციალურად” განლაგებასთან დაკავშირებით “კონსენსუსი არ არსებობს”.
“თუმცა, ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ გავაკეთებთ ნებისმიერ რამეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს.” – გაიმეორა ატალმა პრეზიდენტი ს სიტყვები.
ამას გარდა, მაკრონმა თქვა, რომ ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გადასცემენ საშუალო და შორი მანძილის რაკეეტებს სიღრმისეული იერიშებისთვის, ასევე საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებსაც.
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, თუმცა გერმანიის კანცლერი, ჯერ კიდევ ამბობს, რომ მისი მთავრობა უარს ამბობს კიევისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე.