სტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში, “კოლხეთთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “ტორპედოს” მწვრთნელმა სტივ კინმა დუბლის ავტორი გიორგი არაბიძე შეაქო:
“დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.
ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან – ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია”.