სტამბოლში ორმა შეიარაღებულმა პირმა სასამართლოს შენობასთან ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი დაჭრა, ორივე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს

სტამბოლში ორმა შეიარაღებულმა პირმა სასამართლოს შენობასთან ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი დაჭრა, ორივე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს
სტამბოლის სასამართლოს შენობას, ორმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და 6 ადამიანი დაჭრა – ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu agency ავრცელებს, გამოცემის ცნობით ორივე თავდამსხმელი თურქეთის პოლიციამ ადგილზევე მოკლა. დაშავებულებს შორის სამი პოლიცია და სამი მოქალაქეა. თურქეთის პოლიციის თქმით თავდასხმა სასამართლოს შენობასთან მდებარე საგუშაგოზე იყო მიმართული.