სპეციალური საგამოძიებო სამსახური 3 საერთაშორისო ქსელის წევრია

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამოქმედებიდან 1 წელიწადში, 3 საერთაშორისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ოფიციალური წევრი გახდა,” – ამის შესახებ განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა.
კოკა კაციტაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს მსგავსი კომპეტენციის მქონე ორგანოებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაეცნოს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მდგარ კონკრეტულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით დანერგოს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი საუკეთესო პრაქტიკა.
2023 წლის 17 მაისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის (Independent Police Complaints Authorities’ Network) ოფიციალური წევრი გახდა, რომელსაც საფრანგეთის სახალხო დამცველი თავმჯდომარეობს.
26 ოქტომბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ქ. ლონდონში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (Internal Criminal Investigations Network) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის წევრად აირჩიეს.
სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში (ICIN) 26 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორისაა, ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტი, დანიის საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი სამსახური, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, ლიეტუვას იმუნიტეტის საბჭო, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის პროფესიული სტანდარტების სამსახური და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი საგამოძიებო და საზედამხედველო ფუნქციის მქონე უწყებები.
2023 წლის 3 ნოემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის“ (The European Partners against Corruption/EPAC) წევრი გახდა. და ქ. დუბლინში, რიგით 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და პოლიციის საზედამხედველო 109 უწყებას აერთიანებს. მისი საქმიანობის მთავარი მისია საპოლიციო ზედამხედველობის მექანიზმებისა და ანტიკორუფციული მუშაობის ეფექტიანი სისტემების განვითარება, წევრ ინსტიტუტებს შორის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და თანამშრომლობის გაძლიერებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა