სპეკულაციების სერია წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გრძელდება – ირმა ინაშვილი

სპეკულაციების სერია წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გრძელდება.
“რადიო თავისუფლება” ავრცელებს სიცრუეს, თითქოსდა ხატი სამების ტაძარში აღარაა და აღარ დაბრუნდება. სიმართლე ისაა, რომ წმინდა მატრონას ხატი სამების ერთ-ერთ სივრცეშია დაბრძანებული.”- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი წერს ფეისბუქზე.
საპატრიარქოს კომისია შეიკრიბება და იმსჯელებს ჩვიდმეტი ეპიზოდიდან ერთი ეპიზოდის თაობაზე. ჯერ კომისია არ შეკრებილა. დავაზუსტე შესაბამის სამღვდელო პირებთან და “რადიო თავისუფლებისთვის” არავის უთქვამს, რომ თითქოსდა ხატს აღარ დააბრუნებენ სამებაში.
ხატი სამების სივრცეშია. დასაბრუნებელი მას არაფერი არ სჭირს. სამებაშია და სად უნდა დააბრუნონ?!
შეგახსენებთ ლიბერასტების არაერთ ტყუილს წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით:
1. ტყუილი, თითქოს ხატი სტალინისაა და არა მატრონასი.
2. ტყუილი, თითქოს ხატს ეწოდება “მატრონა ლოცავს სტალინს”.
3. ტყუილი, თითქოს ხატი სტალინის განდიდებას ემსახურება.
4. ტყუილი, თითქოს ხატი ს ჰიბრიდული ომის ნაწილია.
5. ტყუილი, თითქოს ხატი რუსეთში დაიწერა და ჩამოაბრძანეს საქართველოში.
6. ახალი ტყუილი, თითქოს ხატი სადღაც სხვაგან წააბრძანეს…
მეგობრებო, მაინტერესებს თქვენი აზრი, ტყუილის ამ კასკადის მიზანი რა არის?”- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ