სოხუმში მომხდარი სამმაგი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

სოხუმში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივი ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია დაპირისპირება მოხდა ქალაქ სოხუმის ე.წ ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების თანამშრომელ ასლან დოჩიას და პირთა ჯგუფს შორის, რომელთა შორის არიან ძმები აჟიბები და ლაშა კვიცინია. აღნიშნულმა პირებმა ასლან დოჩია კაფე “ბისკვიტში” შეხვედრაზე დაიბარეს. შეხვედრის მიზეზი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხი იყო, რომელიც სოხუმის ე.წ ადმინისტრაციაში ძმები აჟიბების სასარგებლოდ არ გადაწყდა. სიტყვიერი დაპირისპირების გამწვავების შემდეგ ასლან დოჩიამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობების შედეგად სამივე გარდაიცვალა. ასლან დოჩია პოლიციას ჩაბარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა