სოხუმის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო – იფრენენ სანქცირებული ავიაკომპანიები

რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2025 წლის 3 მაისიდან განახლდება. ს ტრანსპორტის სამინისტროს „ტელეგრამ“ არხის ცნობით, პირველი რეისი მოსკოვიდან სოხუმში ავიაკომპანია „ЮВТ აეროს“ [ევროპის ქვეყნებში სანქცირებული] მიერ განხორციელდება.
„Минтранс-ისა და Росавиация-ს მიერ, რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, გახსნილია ბილეთების გაყიდვა სოხუმის მიმართულებით“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ფრენების აღდგენას, ოფიციალური ცნობითვე, ეტაპობრივი ხასიათი ექნება — 6 მაისიდან დაიწყება რეისები ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია „Икар“ [ასევე ევროპის ქვეყნებში სანქცირებული] შეასრულებს.
ორივე ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ სანქცირებულია და მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა. ევროკავშირმა UVT Aero და „Икар“ 2022 წელს დაამატა EU Air Safety List-ში, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებს ეკრძალება ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა.
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი ს ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) აღიარების გარეშე, ს ტერიტორიიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ნორმებთან. თუმცა ს აქტიური ჩართულობითა და მსხვილი ინვესტიციით აეროპორტი მუშაობას ანახლებს. საცდელი რეისი უკვე განხორციელდა – თებერვლის დასაწყისში სოხუმის აეროპორტმა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი რეისი მიიღო მოსკოვიდან.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ახორციელებს. 2023 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის მთავრობამ მასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამ შეთანხმების მიხედვით, როგორც სოხუმი ირწმუნება, აფხაზეთის საკუთრებაში რჩება აეროდრომი, აეროდრომის ინფრასტრუქტურა და ისტორიული ტერმინალი. ასევე შენარჩუნდება ორმაგი დანიშნულების ობიექტის სტატუსი და აეროპორტის სახელწოდება.