სოციალური სამართლიანობის ცენტრი: გელათში დამდგარი ზიანი სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, 2021-2022 წლებში გელათის კედლის მხატვრობაზე განხორციელებულმა ჩარევებმა “შეუქცევადი ზიანი” გამოიწვია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს დასკვნა გამოიკვეთა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის საექსპერტო დოკუმენტაციის გამოკვლევით.
ს მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა.
მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელეს არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით”, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
მათივე ცნიბით, თეა წულუკიანი, არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით, ინფორმირებული იყო იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით ჩარევებს მოჰყვებოდა: “შედეგად, ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა შესაბამისად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც”
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძეგლზე ჩარევების განხორციელებამდე არ არსებობდა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი “უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე” იყო.
“უფლებამოსილების ამგვარი კონცენტრაციით სამინისტრომ არათუ ვერ უზრუნველყო ძეგლის ეფექტური მოვლა, არამედ ძეგლზე დამატებითი ზიანი გამოიწვია”.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 2020 წელს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მიერ ძეგლის დაზიანებისა და თანხების შესაძლო მითვისების საფუძვლით დაიწყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ამ დრომდე გენერალური პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე და აწარმოოს იგი ყოველმხრივ და ობიექტურად. ასევე, გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია 2023 წლის 24 თებერვალს საპატრიარქომ გადაიბარა. მაშინ ითქვა, რომ ეს კულტურის სამინისტროს ინიციატივა იყო.
თეა წულუკიანის შეთავაზებას საპატრიარქოს მიმართ წინ უძღოდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ჩატარებულ სამუშაოებზე და ეკლესიის მკვეთრი განცხადება, რომ იქ მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია