სოფიო სომხიშვილმა ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

ძიუდოს ტურნირზე დღეს ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეა, ტატამიზე მძიმეწონოსნები გამოდიან.
სოფიო სომხიშვილმა პირველ რაუნდში გერმანელ რენე ლილითთან იჭიდავა და იპონით გაიმარჯვა. ის მალე მასპინძელ რომენ დიკოს დაუპირისპირდება. ქართველ ძიუდოისტს ძალიან რთული ბადე აქვთ.
გურამის პირველი მეტოქე მერვედფინალში კი სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს და გვინეა-ბისაუელ ბუბაკარ მანეს შორის გამარჯვებული იქნება.
თუშიშვილის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მეოთხედფინალში იგი, დიდი ალბათობით, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ტედი რინერს შეხვდება.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო