სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგადაც ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით