სი ძინპინი – რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ

რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ, ფოლადივით გამოწრთობილი, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აუცილებელია თაობიდან თაობამდე მეგობრობის შენარჩუნება და ნამდვილ მეგობრებად, ფოლადივით გამოწრთობილ მეგობრებად ყოფნა“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
მისი თქმით, 80 წლის წინ, წააწყდნენ რა მილიტარიზმსა და ნაციზმს, ჩინეთისა და რუსეთის არმიები და ხალხები გაერთიანდნენ და მხარდამხარ იბრძოდნენ, რითაც ისტორიაში დაუვიწყარი თავი დაწერეს.
„ორი ქვეყნის ხალხებს შორის ცეცხლითა და სისხლით ჩამოყალიბებული დიდი მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის განვითარების მყარ საფუძვლად იქცა“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
შეგახსენებთ, ჩინეთის ლიდერი რუსეთში ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა. ის გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.