სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და ეს მოხდა აგვისტოს ომამდე – 2007 წლის აპრილის თვეში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება.
„ასევე მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება „ფარას“ ამერიკული კანონი, რომელთან გადაწყვეტილებითაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წინა პერიოდში საზოგადოებას ვაცნობეთ; „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად ფეიკ-ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველად ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან სარგებლის შეზღუდვას, „ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი, სსიპ-ების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასწრულწოოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა