„სირცხვილიამ“ ისეთი შეცდომა დაუშვა, ახსნა არ აქვს, სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„სირცხვილიამ“ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ შინაარსს ფაქტობრივად ახსნა არ აქვს, სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დარეგისტრირება საჩქარო არ იყო, არჩევნებამდე ერთ ჯარიმაზე მეტის მიღებას ვერ მოასწრებდნენ, 10 000 ლარი კი არც ისე დიდი თანხაა, რომ პრინციპებს უღალატო.
„არანაირი ჯარიმები მათ არ ელოდებოდათ, ყველაზე ადრე ოქტომბერში უნდა მომხდარიყო ეს. არანაირი საჩქარო საქმე არ იყო. ასე ენთუზიაზმით მიუდგე და დარეგისტრირდე რაღაც რეესტრში, რომელშიც დარეგისტრირება არ გინდოდა, ძალიან უხერხულად გამოიყურება. მეტიც, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე ერთ ჯარიმაზე მეტის მიღებას ვერ მოასწრებდნენ. 10 000 ლარი, მგონი, არც ისე დიდი თანხაა, რომ პრინციპებს უღალატო, თუ ეს პრინციპები არსებობს. რითი არის განპირობებული ეს შეცდომა?! სისულელე იქნება, თუ სუს-ის მიერ მართვადი პროცესია, თუ ვიღაცა მოისყიდეს, ყველანაირი ვერსია მოვისმინეთ. შინაარს ფაქტობრივად ახსნა არ აქვს, ისეთი შეცდომა დაუშვა „სირცხვილიამ“ და სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული