გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიიდან დეპორტირებული ავღანელი მიგრანტების მიღებაზე „თალიბანთან“ პირდაპირ მოლაპარაკებას აპირებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი გერმანიიდან დეპორტირებული ავღანელი მიგრანტების მიღებაზე „თალიბანთან“ პირდაპირ მოლაპარაკებას აპირებს.
ჟურნალ Focus-ს ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიამ განაახლა ავღანელი მსჯავრდებული დამნაშავეების სამშობლოში გაგზავნის გეგმა. ამავდროულად, მისი თქმით, გერმანია არ ცნობს „თალიბანის“ მთავრობას ლეგიტიმურად და არ აქვს მასთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა მოლაპარაკებას აღნიშნულ საკითხზე გამართავს.
მიგრაციის ფედერალური ოფისის მონაცემებით, სირიელები და ავღანელები გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ორ უდიდეს ჯგუფს წარმოადგენენ, სადაც 2024 წელს ლტოლვილის სტატუსის მიღება 76 765 სირიელმა და 34 149 ავღანელმა ითხოვა.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ ავღანეთისა და სირიის მოქალაქეების ნაწილს უკან, სამშობლოში გაგზავნიდა, ასევე შეაჩერებდა ლტოლვილთა მიღების პროგრამებს ავღანეთში გერმანული სააგენტოების ყოფილი ადგილობრივი თანამშრომლებისთვის და ასევე შეაჩერებდა ოჯახების გაერთიანების პროგრამას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი