სირაძის პატაკი გომელაურს: გთხოვთ, 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება -ს დაევალოს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პატაკში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე შს-ს სანქცირებულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს წერს და საპროტესტო აქციებზე “593 სამართალდარღვევის ფაქტზე” რეაგირებას -ს თხოვს.

იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს დროულად  მტკიცებულებების ჩაბარებას და იმის მაგივრად, რომ ჯერ არსებობდეს ვიდეოჩანაწერი და მერე დაიბარონ სამოქალაქო აქტივისტები, ჯერ იბარებენ მათ და შემდეგ იწყებენ მტკიცებულებების მოგროვებას.

“არ ხდება, რაც უნდა იყოს დაცული, რომ ჯერ ვიდეომტკიცებულება გქონდეს და შემდეგ ეძებდე დამნაშავეს, პირიქით ხდება ამ შემთხვევაში” – თქვა მიგინეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ ახერხებს ვიდეომტკიცებულებების ისე ჩაბარებას, რომ ისინი მინიმუმ ემთხვეოდეს ერთმანეთს, არა თუ ადასტურებდეს რომელიმე პიროვნების დანაშაულს.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!