სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები კავშირზე გამოვიდნენ და შინ ბრუნდებიან (ვიდეო)

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები კავშირზე გამოვიდნენ და შინ ბრუნდებიან (ვიდეო)
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები გამოჩნდნენ და კარგად არიან. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადეს მათმა ახლობლებმა. როგორც ისინი ამბობენ, ერთ-ერთი დაკარგული, გიორგი ფარჯიანი თავად გამოვიდა კონტაქტზე და თქვა, რომ თავისით გამოიგნებეს გზას და ბრუნდებიან.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.
შეგახსენებთ, ახალგაზრდებს უკვე მე-6 დღეა ეძებდნენ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი