სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა

სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა, ინფორმაციას ,,მთავარი არხი” ავრცელებს. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისინი სენაკის საავადმყოფო “არქიმედეში” გადაიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანი სამკურნალოდ სახლში გაწერეს, მეორე კი კლინიკაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას თავის ტრამვა აქვს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული