სემეკმა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესრულებაზე დადებითი შეფასება მიიღო

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია“, – აღნიშნულია ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებულ გარე საერთაშორისო აუდიტის დასკვნაში.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი სემეკს პირველად 2020 წელს მიენიჭა, ხოლო განახლებული სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო 3 წლის ვადით. საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, კომისია ხარისხის მართვის მაკონტროლებელ აუდიტს ყოველწლიურად ატარებს.
სემეკის საქმიანობის ხარისხის მართვის შესახებ მომზადებულ დასკვნაში საერთაშორისო აუდიტორების მიერ ყურადღება გამახვილებულია კომისიის მენეჯმენტის სისტემის ეფექტიანობაზე, მენეჯმენტის მაღალ კვალიფიკაციაზე, მართვის სტანდარტების დოკუმენტაციასა და ელექტრონული რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პროცესუალური მიდგომების დახვეწა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც