“სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა…” – რას წერს გურამ როგავა

დღეს კლინიკიდან ფორმულას ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავდა, სახლში გაწერეს.

“სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს, ლიფ­ტში ასე­თი სუ­რა­თი დამ­ხვდა, მე­ზობ­ლებს პე­ტი­ცია შე­უდ­გე­ნი­ათ და მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად ხელ­მო­წე­რებს ტო­ვე­ბენ.

ამა­ვე კორ­პუს­ში ცხოვ­რობს და ამ ლიფ­ტით სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ერთ-ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე თავ­დას­ხმის ვი­დეო, მხო­ლოდ მწვა­ვე სა­ჯა­რო რე­აქ­ცი­ე­ბი­სა და კრი­ტი­კის შემ­დეგ აჩ­ვე­ნა “პირ­ვე­ლი არ­ხის” ეთერ­ში. დღეს ვი­ღა­ცას ეს ფურ­ცე­ლი ჩა­მო­უ­ხე­ვია და უხამ­სი წარ­წე­რე­ბი და­უ­ტო­ვე­ბია. მე­ზობ­ლებ­მა და­წე­რეს და­ხუ­რულ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში, – ხე­ლახ­ლა დავ­ბეჭ­დეთ და იმ­დენ­ჯერ დავ­ბეჭ­დავთ, რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მო­ხევ­თო.

მე­ზობ­ლე­ბო, მად­ლო­ბა ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის და ჩემი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის! მეც მინ­და თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩემს კო­ლე­გებ­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს. თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ პატ­რი­ო­ტებს, ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მის სა­მიზ­ნე­ე­ბად სწო­რედ პატ­რი­ო­ტიზ­მის გამო რომ იქ­ცნენ. ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად, თქვენ­თან ერ­თად მინ­და ყოფ­ნა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­სა და გამ­ზი­რებ­ზე მე­ტი­რე­ბა, რომ შო­რი­დან გგულ­შე­მატ­კივ­რობთ.

დღეს გა­მომ­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და ხან­გრძლივ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვი­წყებ, სამ­წუ­ხა­როდ, მეკ­რძა­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, მკაც­რად გან­მი­მარ­ტეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი უხე­ში მოძ­რა­ო­ბა, ან მცი­რე და­მა­ტე­ბი­თი ტრავ­მა გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სულ მცი­რე, კი­დუ­რებ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბის და­კარ­გვა. დღეს უკვე ზუს­ტად ვიცი, რომ სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­მი­მე­ტეს, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩი.სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აქ­ცი­ე­ბის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მიყ­ვე­ბოდ­ნენ, რო­გორ და­უნ­დობ­ლად გა­უს­წორ­დნენ და­კა­ვე­ბის დროს ქუ­ჩა­ში, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში და ასე­ვე, უშუ­ა­ლოდ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ უწევ­დნენ. გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას ასე მი­თხრეს, ახლა სახე ისე­თი და­სი­ე­ბუ­ლი და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი გვაქვს, ვერ დაგ­ვი­მახ­სოვ­რებ, მაგ­რამ ისევ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში და თავს აუ­ცი­ლებ­ლად გა­გახ­სე­ნებ­თო.

აქვე, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნალს, აქ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ და უდი­დე­სი სტრე­სის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ნაგ­რძნო­ბის, გამ­ხნე­ვე­ბის უნარ­საც არ კარ­გა­ვენ. ივა­ნიშ­ვი­ლის სის­ხლი­ან­მა რე­ჟიმ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნა­დი­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და ში­შის და­ნერგვით ცდი­ლობს რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბას შეგ­ვა­გუ­ოს. შე­მოგ­ვი­სია ე.წ. შავი კა­ცუ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მის­ცა, და­ა­ვა­ლა, პირ­და­პირ ხერ­ხე­მალ­ში გვირ­ტყან და ძირს დაგ­დე­ბუ­ლებს სა­ხე­ზე გა­დაგ­ვი­ა­რონ.

ახლა თუ დავ­ნებ­დით, ჯო­ჯო­ხეთ­ში ვი­ცხოვ­რებთ, ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლებ­საც მოგ­წვდე­ბი­ან ხერ­ხე­მალ­ში, მა­თაც მოგ­წვდე­ბი­ან, ვინც ახლა ამ სის­ტე­მას მო­ნურ მორ­ჩი­ლე­ბას უცხა­დებთ.ადრე თუ გვი­ან, იმ ნი­უს­რუ­მებ­შიც მოგ­წვდე­ბი­ან, “ოც­ნე­ბის” ოფი­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი დი­რექ­ტი­ვე­ბის თა­ნახ­მად რომ და­ა­ხა­რის­ხეთ ეთერ­ში საჩ­ვე­ნე­ბე­ლი კად­რე­ბი….

და ჩვენ მა­ინც და­ვი­ნა­ხეთ რე­ა­ლო­ბა!

თქვე­ნი პრო­პა­გან­და არ მუ­შა­ობს! ბი­ძი­ნა შიშ­ვე­ლია! ხალ­ხი გა­ი­მარ­ჯვებს!”, – წერს გუ­რამ რო­გა­ვა.

ნახეთ ფოტო:

ასევე დაგაინტერესებთ

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს

საკანში ოთხნი ვიყავით, შემეკითხნენ, რაზე ზიხარო, ვუთხარი სურათის გადაღებაზე-თქო, რამდენს გაძლევენო? არ ვიცი, ალბათ 20 წელს-თქო, რა გადაიღე ამისთანა, კაცი მოკლა და 7 წელს აძლევენო, კვდებოდნენ სიცილით პატიმრები, ვისთანაც ვსაუბრობდი

ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას