თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში შტაბი რომ შედგა, [გახარია] აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და გერმანიის ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო – მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?! – არა, იმიტომ რომ „ვენის კონვენცია“ წაკითხული არ ჰქონდა

თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში შტაბი რომ შედგა, [გახარია] აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და გერმანიის ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო – მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?! – არა, იმიტომ რომ „ვენის კონვენცია“ წაკითხული არ ჰქონდა
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჭოლაძეს უსმენენ, რომელიც იმჟამად პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. გიორგი ჭოლაძის განცხადებით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები შტაბის პარლამენტის შენობაში გახსნასთან დაკავშირებით, ასევე დეპუტატებისა გერმანიის ელჩის ამ შტაბში ყოფნის თაობაზე განპირობებული იყო მისი არაკომპეტენტურობითა და საკანონმდებლო აქტების არ ცოდნით. „თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში ეს შტაბი რომ შედგა, ეს ჩემი პირადი აზრია.
ამ შენობაში რა უნდოდა ამ შტაბს და რატომ ეძახდა დეპუტატებს, როცა აქვე ინგოროყვას N7-ში არის უმაღლეს დონეზე აღჭურვილი სიტუაციური ოთახი, სადაც იმართებოდა კოვიდის სხდომები. ოთახი აღჭურვილია, გამართულია ტექნიკურად უმაღლეს დონეზე და საიდანაც შეგიძლია მართო სიტუაცია 10-ჯერ კარგად, ვიდრე აქედან [პარლამენტი].
მე არ მინდა პროფესიულ თემაში შევიდე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. შეიძლება გახარია მოვიდეს აქ და თქვას, რომ მე ისეთი მაგარი მინისტრი ვიყავი, მივედი და მგლის ხახაში თავი ჩავყავიო, მაგრამ არ იყო ეს ასე. მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, იმიტომ რომ, ჩემი ღრმა რწმენით ეს არ უნდა გაეკეთებინა და დამატებით აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო. იქ რომ რამე მომხდარიყო და გერმანიის ელჩს ერთი ღერი თმა მაინც, რომ ჩამოვარდნოდა იქ რომ ხალხი შემოვარდნილიყო, ჩვენ სამწუხაროდ გვახსოვს პარლამენტის შენობაში შემოვარდნები. რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?!- არა, რატომ არ ჰქონდა გააზრებული?- იმიტომ რომ „ვენის კონვენცია” წაკითხული არ ჰქონდა, კანონი „პოლიციის შესახებ“ არ ჰქონდა წაკითხული მგონი, რასაც აქ ვუყურებდი“,-განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული