სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში -ისა და ს დელეგაციების მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპს სურს, შეაჩეროს მკვლელობები; შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების გასაერთიანებლად. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, და რუსეთი ამაზე დათანხმებას აიძულოს.
ჩვენ შევთანხმდით:
დავაარსოთ საკონსულტაციო მექანიზმი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების მოსაგვარებლად, რათა გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.
დავნიშნოთ შესაბამისი მაღალი დონის გუნდები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი და მისაღები ყველა მხარისთვის.
მოვამზადოთ საფუძველი მომავალი თანამშრომლობისთვის ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების საკითხებში და ისტორიული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებული დასრულების შედეგად გაჩნდება.
დღევანდელი შეხვედრების მხარეები პირობას დებენ, რომ დარჩებიან ჩართული პროცესის დროული და პროდუქტიული წინსვლის უზრუნველსაყოფად.
ერთი სატელეფონო ზარი და ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და დღეს გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სურთ, მადლობა გადაუხადონ ს სამეფოს მასპინძლობისთვის, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ხელმძღვანელობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა – ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას