სახალხო დამცველმა აქციებზე დაკავებული პირები მოინახულა

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილი საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უკვე მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ინახულა დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
„ამ წუთებშიც, (30 ნოემბრის 15:00 სთ) სახალხო დამცველის რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ს აქციაზე დაკავებულ პირებს – აჭარასა და გურიაში.
დაკავებულების მონახულების შედეგების შესახებ სახალხო დამცველის აპარატი დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწოდებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას